თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობას 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების არ სჯერა.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67% მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%, ხოლო საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,01%. დანარჩენმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
კითხვა ასეთი იყო – „როგორ აფასებთ საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს?“ გამოკითხვის თანახმად, 64,3%-ის აზრით, არჩევნების შედეგები რეალობისგან შორსაა. მეორე მხრივ, მკითხველთა 25% მიიჩნევს, რომ წინასწარი შედეგები რეალობას ასახავს.
„უკეთესია საბოლოო შედეგს დაველოდოთ“ — თვლის გამოკითხულთა 3,6%. არჩევნების შედეგები კი „სულ ერთია“ 7,1%-თვის.
კენჭისყრის მეორე ტური 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები მაჟორიტარულ ოლქებში 30 ოქტომბერს გაიმართება.