თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 11-მა მრავლობითი ჭრილობები მიიღო აივნის ჩამოშლის შედეგად საცხოვრებელ სახლში საფრანგეთის დასავლეთით, იტყობინება РИА Новости სააგენტო Ouest-France-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ანჟეს ცენტრში მენისა და ლუარას დეპარტამენტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევისას, მეოთხე სართულზე მდებარე სახლის აივანზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახალმოსახლეობას აღნიშნავდნენ.
ასევე ჩამოინგრა მესამე და მეორე სართულის აივნები. კონსტრუქცია სახლის შიდა ეზოში ჩაინგრა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა სახანძრო და პოლიცია. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
საცხოვრებელი სახლი 2000 წელს არის აშენებული.