„თბილისი ურთიერთობაა და არა გეოგრაფიული კუთვნილება“
„თბილისი — ეს არის ქალაქი, სადაც ჩემი წინაპრები და მე დავიბადეთ და გავიზარდეთ, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს და რომლითაც განსაკუთრებულად ვამაყობ, თბილისზე უამრავი სიმღერა მაქვს დაწერილი", — განაცხადა ნანა მესხმა.
არაერთი ქალაქური სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი ნანა მესხი, განათლებით ინჟინერ-მექანიკოსია. თავის დროზე ტექნიკურ სფეროში ქართულ და რუსულ ენებზე ლექციებსაც კითხულობდა. მეორე პროფესიით ეკონომისტია, მას ასევე სადაზღვეო და საბანკო ბიზნესსა და სარეკლამო მარკეტინგში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.