გიორგი კვირიკაშვილი თბილისობით კმაყოფილია

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია თბილისობაზე
გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია თბილისობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა თბილისში გაისეირნა და დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს დღესასწაული მიულოცა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად გაისეირნა, სადაც თბილისობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები იმართებa, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური

გიორგი კვირიკაშვილმა თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და ყველას მოუწოდა, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში.

„გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს! წლევანდელ დღესასწაულზე უამრავი სიახლეა. ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად…  მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვუსურვო ხვავი და ბარაქა…  განსაკუთრებით ვულოცავ თბილისელებს და ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით“, —განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცა. „თბილისობა 2016-ის“ პატარა სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ საბავშვო თეატრსა და ქვიშის ქალაქს, სადაც მხიარული შეჯიბრებებიც ეწყობა და საბავშვო დისკოთეკაც.

რიყის პარკის ქვედა ტერასაზე განთავსებულია კულინარიის ქუჩა, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. სადღესასწაულო ღონისძიებები ასევე იმართება ლეღვთახევსა და „ახალ ტფილისში“ აღმაშენებლის გამზირზე.

„თბილისობა 2016“-ის ფარგლებში ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ დაიდგა, რომელიც ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0