გიორგი კვირიკაშვილი ამერიკულ Mount Whitney-ზე გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

© FB/Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 12 ოქტომბერს შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი ერთობლივი სწავლება, რომელიც საზღვაო ოპერაციების სამართალს, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების დაგეგმვასა და საზღვაო მანევრებს მოიცავდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდ Mount Whitney-ზე გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო, იუწყება პრემიერის პრესსამსახური.

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული ხომალდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობა შეაფასა და მას ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდის MOUNT WHITNEY-ის ბათუმის პორტში შემოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებასთან ერთად, ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის — ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდასა და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

© FB/Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი ამერიკულ ხომალდზე გამართულ მიღებაზე
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკულ ხომალდზე გამართულ მიღებაზე - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკულ ხომალდზე გამართულ მიღებაზე

გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მოსახლეობის სახელით, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის მანძილზე უწყვეტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის ამერიკის ელჩის, იან კელის განმარტებით, ეს აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდის USS Mount Whitney-ის მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანიც არის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, აშშ რეგიონალური პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა.

მისივე თქმით, ბათუმის პორტში ვიზიტი არის ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი.

აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი Mount Whitney ბათუმის ნავსადგურში 12 ოქტომბერს შემოვიდა და 15 ოქტომბერს დატოვებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0