"ახალ ტფილისში" "თბილისობა" პირველად აღნიშნეს

გამოწერა

დღესასწაულზე თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, დიჯეებისა და ანიმატორების გამოსვლა, გასართობი კუთხეები ბავშვებისთვის, დეკორატიული ფოტოზონები და სხვა სანახაობები ელით. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და  ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „თბილისობის“ დღეებში საზეიმო ღონისძიებები ასევე იმართება რიყის პარკში, ლეღვთახევსი, ევროპის მოედანზე, მაედანზე, მეტეხის ხიდთან და ღვინის აღმართზე. კონცერტები, გამოფენები, ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება, მხიარული შეჯიბრებები  - აი, რა ელოდებათ თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს „თბილისობის“ დღესასწაულზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0