თბილისობის დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა

გიორგი მარგველაშვილი ბავშვეთან ერთად
გიორგი მარგველაშვილი ბავშვეთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა ოთახის მცენარეები შეიძინა, პური დააგემოვნა და ბავშვებთან სურათებიც გადაიღო.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა, სადაც დღეს თბილისობისადმიმ მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

პრეზიდენტმა აღმაშენებლის განახლებული პროსპექტი დაათვალიერა, ოთახის მცენარეები შეიძინა, პური დააგემოვნა და ბავშვებთან სურათებიც გადაიღო.

გიორგი მარგველაშვილი თბილისობაზე
გიორგი მარგველაშვილი თბილისობაზე  - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი თბილისობაზე

სადღესასწაულო ღონისძიებების ცენტრი დღეს და ხვალ, ტრადიციის თანახმად, თბილისის ისტორიული ნაწილი იქნება: რიყის პარკი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი, მეტეხის ხიდი, მაიდანი, ილიას ბაღი.

შეგახსენებთ: თბილისობა პირველად 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. როგორც ცნობილია, 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გვანჯი მანიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“, რასაც საზოგადოების მხრივ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა — თბილისელები მხარს უჭერდნენ ამ საერთო-სახალხო ზეიმის დაარსება-დამკვიდრებას, რაც სამი წლის შემდეგ განხორციელდა კიდეც.





ყველა ახალი ამბავი
0