„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik/ Denis Aslanov თბილისის ჯუმა-მეჩეთი არცერთ სხვას არ ჰგავს არქიტექტურით, რომელშიც ისლამი და ნეოგოთიკა ბრწყინვალედ შერწყმია ერთმანეთს
თბილისის ჯუმა-მეჩეთი არცერთ სხვას არ ჰგავს არქიტექტურით, რომელშიც ისლამი და ნეოგოთიკა ბრწყინვალედ შერწყმია ერთმანეთს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს 21:00 საათიდან დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

„ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე. მოძრაობა ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარდების მოედნამდე“, — ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა სრულად დაიკეტება მარცხენა სანაპიროზე — ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე.

თბილისობა 2015 - Sputnik საქართველო
"თბილისობა 2016": ღონისძიებათა პროგრამა

ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე.

ყველა ახალი ამბავი
0