თბილისობა 2016: დედაქალაქი დღესასწაულისთვის მზადაა

© Бесик Пипияთბილისობა 2015
თბილისობა 2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ცნობილია, თბილისობის დაარსების იდეა ცნობილ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწე გვანჯი მანიას ეკუთვნის, რომელმაც 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის უმთავრესი დღესასწაული — თბილისობა, რომელიც წელს 15-16 ოქტომბერს იმართება, ბევრ საინტერესოს ჰპირდება თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს.

ზეიმის ცენტრი, ტრადიციის თანახმად, თბილისის ისტორიული ნაწილი იქნება: რიყის პარკი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი, მეტეხის ხიდი, მაიდანი, ილიას ბაღი.

თბილისობა 2015 - Sputnik საქართველო
"თბილისობა 2016": ღონისძიებათა პროგრამა

თბილისში გაიმართება კონცერტები, გამოფენები, დეგუსტაციები, მხიარული შეჯიბრებები და ასევე გასართობი ღონისძიებები ბავშვებისა და უფროსებისთვის.

სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ ამინდი მზიანი და თბილი იქნება.

თბილისობა პირველად 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. როგორც ცნობილია, 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გვანჯი მანიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“.

„საჭიროა მხოლოდ ერთი იდეა, ერთი მიზანი, ერთი დღე, რომ ყველა მიიზიდოს, გააერთიანოს, გამოავლინოს ყველას შემოქმედებითი ნიჭი, უნარი და ფანტაზია. ყველაფერი ეს ხელეწიფება საყოველთაო-სახალხო დღესასწაულს. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი შეიძლება და უთუოდ უნდა გახდეს თბილისის დღე — თბილისობა“, — წერდა გვანჯი მანია გაზეთში.

ამ წერილს გაზეთ „თბილისის“ ფურცლებზე საზოგადოების მხრივ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა — თბილისელები მხარს უჭერდნენ ამ საერთო-სახალხო ზეიმის დაარსება-დამკვიდრებას, რაც სამი წლის შემდეგ განხორციელდა კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0