თბილისში ტრანსგენდერი სასტიკად სცემეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112-ის სამსახური
112-ის სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული ყელის არეში, გატეხილი აქვს სახის ძვლები და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ორთაჭალაში, ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

32 წლის ტრანსგენდერს რამდენიმე  ადამიანი დაესხა თავს, რის შემდეგაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული.

ექიმები პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. მას მრავლობითი ჭრილობებია აქვს მიყენებული ყელის არეში და გატეხილი აქვს სახის ძვლები.

საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия, შსს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“.


ყველა ახალი ამბავი
0