შსს-მ გამოძალვისა და ძარცვის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა

© Следственная служба Минфина Грузииდამნაშავის დაპატიმრება
დამნაშავის დაპატიმრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე სასტუმროსა და კლუბში, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცების ბრალდებით, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

დაკავებულები არიან 1990 წელს დაბადებული ე.ი. და 1985 წელს დაბადებული ქ.ქ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე სასტუმროსა და კლუბში, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ ისინი  მუქარით შეეცადნენ გამოეძალათ ასევე თურქეთის მოქალაქეებისთვის დიდი რაოდენობით თანხა, ჩამოართვეს მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მობილური ტელეფონები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0