Sputnik-ის მკითხველების საყვარელი ადგილები თბილისში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველომ, თბილისობასთან დაკავშირებით, მკითხველებსა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის კონკურსი ჩაატარა თბილისის შესახებ საუკეთესო ჩანახატისა და ფოტოს გამოსავლენად. გთავაზობთ სამი გამარჯვებული კონკურსანტის ნამუშევარს.

ანა ქათამაძე: „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია და იგი ყველაზე მეტად ძველ თბილისს უხდება. ისეთი ლამაზი და თბილია ყველაფერი, ისეთი სურნელი ტრიალებს ირგვლივ… ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ, ისმის სიცილის, სიმღერის ხმები… „თბილისობაზე“ ყველაზე მეტად მაიდანზე და სოლოლაკში მიყვარს სეირნობა… ნარიყალა…მეტეხი.. უფრო ქვემოთ სიონი და ჯვრის მამა… აქ თითოეულ ქვას, შენობებსა და ჭიშკრებს, თავისი ისტორია აქვს, რომელიც ასწლეულებს ითვლის. თბილისში „თბილისობა“ ყველაზე მეტად ძველ თბილისს უხდება. 

თბილისი
თბილისი  - Sputnik საქართველო
თბილისი

ნანუკა ჩხეიძე: თბილისი ეს სიტყვა იტევს სამშობლოს და ყველაფერს ერთად..სიძველეს, კულტურას ისტორიას… სიყვარულს… რაც ფოტოების გადაღება დავიწყე, საოცრად ლამაი თბილისი აღმოვაჩინე… უბრალო დეტალიც კი რომელიც, ყოველდღიურობაში შეუმჩეველია… ფოტოაპარატი თითქოს მას აცოცხლებს და განუმეორებელ წამებს აღბეჭდავს,,,მეტეხის ეკლესიიდან ულამაზესი ხედები იშლება… ეს უცხოელი სტუმრები არიან, ასე ლამაზად შემოსკუპული სკამძელზე ძველი თბილისი ფონზე, ამიტომ ამ ფოტოს დავარქვი "სიყვარული აქცენტით "

თბილისი - ნანუკა ჩხეიძე
თბილისი - ნანუკა ჩხეიძე - Sputnik საქართველო
თბილისი - ნანუკა ჩხეიძე

თიკო რომანაძე:  ჩემთვის „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, ამ დღეს მეგობრები ყოველთვის ვიკრიბებით და ერთად ვსეირნობთ თბილისის ქუჩებში. ყველაზე მეტად ღამის თბილისი მიყვარს და სხვადასხვაფერად განათებული მტკვარი… ყველას მინდა მივულოცო ეს დღესასწაული, თბილისს კი ვუსურვებ იმ ადამიანების სიმრავლეს, რომელსაც ის უშურველად ეყვარება და ეფიქრება… თბილისი ხომ განსაკუთრებულია და ამიტომაც განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს. 

თბილისი - თიკო რომანაძე
თბილისი - თიკო რომანაძე - Sputnik საქართველო
თბილისი - თიკო რომანაძე
ყველა ახალი ამბავი
0