LIVE: თბილისობა 2016

გამოწერა
დღეს თბილისობაა და დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებებიიმართება. იხილეთ Sputnik-ის პირდაპირი ტრანსლაცია.

თბილისობა პირველად 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს.

როგორც ცნობილია, 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გვანჯი მანიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“.

„საჭიროა მხოლოდ ერთი იდეა, ერთი მიზანი, ერთი დღე, რომ ყველა მიიზიდოს, გააერთიანოს, გამოავლინოს ყველას შემოქმედებითი ნიჭი, უნარი და ფანტაზია. ყველაფერი ეს ხელეწიფება საყოველთაო-სახალხო დღესასწაულს. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი შეიძლება და უთუოდ უნდა გახდეს თბილისის დღე — თბილისობა“, — წერდა გვანჯი მანია გაზეთში.

ამ წერილს გაზეთ „თბილისის“ ფურცლებზე საზოგადოების მხრივ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა — თბილისელები მხარს უჭერდნენ ამ საერთო-სახალხო ზეიმის დაარსება-დამკვიდრებას, რაც სამი წლის შემდეგ განხორციელდა კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0