თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მასობრივ ველორბოლას, რომელიც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, ველოსიპედის სხვადასხვა ასაკის მოყვარულები შეუერთდნენ.
ცხოვრების ჯანსაღი წესის მოყვარულთა განწყობაზე არა მხოლოდ ორგანიზატორებმა, არამედ ამინდმაც იზრუნა – სინოპტიკოსების პროგნოზი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმის თაობაზე არ გამართლდა.
ველოსიპედისტები მოძრაობენ მარშრუტით: ჭავჭავაძის გამზირი და რუსთაველის გამზირი. საბოლოო წერტილია ვარდების მოედანი.
© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში ველორმრბოლელებმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღეს
თბილისში ველორმრბოლელებმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღეს
© Sputnik / Levan Avlabreli
ველოტური გიგანტური ველოსიპედის მონუმენტთან დასრულდება, რის შემდეგაც საუკეთესო მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“.