თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ მულტიმედიურ პროექტში „თბილისი: სიყვარულის ახსნა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლამაზი ქალაქის შესახებ ყველაზე საინტერესო ინფორმაცია შეკრიბა. პროექტი ფოტოსა და ვიდეოს ფორმატში ძველი და თანამედროვე თბილისის ხედებს აერთიანებს, ასევე იხილავთ კლასიკოსებისა და თანამედროვე ლიტერატორების პოეტურ და პროზაულ მოგონებებს თბილისისადმი, რომელთა შორის იქნებიან ბელა ახმადულინა, ბულატ ოკუჯავა, ევგენი გრიშკოვეცი და სხვები. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ვირტუალურ გამოფენაზე მოხვდეს, სადაც დაათვალიერებთ ილია რეპინის, ივან აივაზოვსკისა და ლევ ლაგორიოს თბილისზე შექმნილ ტილოებს. პროექტში ქალაქის ვიზუალურ გამოსახულებას მუსიკალური დამატება „სიმღერა თბილისზე“ ახლავს თან, რომელიც მკითხველს თბილისისადმი მიძღვნილ ცნობილ კომპოზიციებს სთავაზობს. პროექტის ცენტრალური ნაწილი ვიდეოსიუჟეტი გახდა, რომელშიც თბილისელები და ქალაქის სტუმრები სხვადასხვა ენაზე თბილისს სიყვარულს უხსნიან.
„თბილისი — ესაა ქალაქი, რომელიც თავისი სტუმართმოყვარეობითა და სითბოთი გატყვევებს. აქ ყველა პოულობს თავისთვის რაღაცას, რომელიც სამუდამოდ რჩება მის გონებაში. Sputnik-ი თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს „თბილისობას“ ულოცავს და უსურვებს, რომ თბილისმა შეინარჩუნოს ის განუმეორებელი ატმოსფერო და ტრადიციები, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.
პროექტის ფარგლებში სახალისო და ფერადი ნახატების ფორმატში Sputnik-ი მოგზაურებისთვის ასევე წარმოადგენს სახუმარო ბარათს, რომელიც ქალაქის სტუმრებს ჩვენს ქალაქში ადაპტირებაში დაეხმარება — თვითმფრინავის ტრაპიდან ქართულ ტრადიციულ სამზარეულომდე.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.