საქართველოს პრემიერმა ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობა უსურვა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვას დაესწრო.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული — სვეტიცხოვლობა აღინიშნება. სვეტიცხოვლობა უფლის კვართისა და ბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულია. უფლის კვართი სვეტიცხოვლის საფუძველში ინახება.

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები მცხეთობის დღესასწაულზე
გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები მცხეთობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები მცხეთობის დღესასწაულზე

„თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო მოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. მრავალს დაესწარით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

წირვას მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში
გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში

„სვეტიცხოვლობა ნამდვილად განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის აერთიანებს საქართველოს. ეს დღესასწაული ჩვენი ხალხის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის ძალის სიმბოლოა“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

© Sputnik / Alexander Imedashviliკულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში წირვისას
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში წირვისას - Sputnik საქართველო
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოველში წირვისას

„მინდა მივულოცო მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ნამდვილად არის გამორჩეული დღესასწაული, რომელიც  ყოველთვის იყო  მთელი საქართველოს გამაერთიანებელი. ეს არის დღესასწაული, რომელიც  ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა“, — განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში

„გილოცავთ ყველას. ვულოცავ მთელ ჩვენს ქვეყანას, ახალგაზრდებს, ძველგაზრდებს, ყველას. ეს არის ფესვი ჩვენი კულტურისა, ეს არის საფუძველი ჩვენი ერის. ნათქვამია, რომ აქ ასვენია საქართველოს ცხელი გული. მე ამის გულწრფელად მჯერა და ყველას გილოცავთ“, — განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

14 ოქტომბერი ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0