თბილისი, 14 ოქტომბერი– Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთისკენ მიმავალი გზა დილის 08:00 საათიდან გადაიკეტა.
მცხეთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია და მოქალაქეებს მცხეთიდან რამდენიმე კილომეტრში მოუწევთ ავტომობილის გაჩერება.
სატრანსპორტო მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ „სასწარფო დახმარებისა“ და სახანძრო სამსახურის ბრიგადებისთვის. გარდა ამისა, პოლიცია გადაადგილების საშუალებას აძლევს ადგილობრივ მცხოვრებლებსა და იმ პირებს, ვისაც სპეციალური საშვი აქვს.
მათ, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა, შეუძლიათ ტაქსის მომსახურებით ისარგებლონ. თუმცა დღესასწაულთან დაკავშირებით ფასები ტაქსის მომსახურებაზე გაზრდილია.
10:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღვთისმსახურებას დაიწყებს.
სვეტიცხოვლობა — ერთ-ერთი უძველესი რელიგიული დღესასწაულია, ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე წმინდა მოციქულთა სწორის, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას; წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.
მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში სახალხო მსვლელობა მოეწყობა.