აეროპორტ პულკოვოში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო ევაკუაცია განხორციელდა

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიპულკოვოს აეროპორტი სანკტპეტერბურგში
პულკოვოს აეროპორტი სანკტპეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანკტ-პეტერბურგის აეროპორტის მუშაობა ბომბის შესახებ შემოსული შეტყობინების გამო შეიზღუდა. შემოწმების შემდეგ საშიში ნივთები არ აღმოჩენილა.

თბილისი. 14 ოქტომბერი— Sputnik. სამართალდამცავებმა სვარაუდო "სატელეფონო ტერორისტის" ვინაობა დაადგინეს და პეტერბურგის აეროპორტ პულკოვოში დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიებას ატარებენ, იუწყება РИА Новости რუსეთის შს სამინისტროს ტრანსპორტის  მართვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

პარასკევს 17.00 საათზე სატრანსპორტო პოლიციის ნაწილში აეროპორტ პულკოვოს დანაღმვის შესახება ანონიმური ზარი შევიდა. ადგილზე მივიდნენ სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლები, განმნაღმველები და კინოლოგები ძაღლებით. განხორციელდა 500 მგზავრის და აეროპორტის თანამშრომლის ევაკუაცია. ჩატარდა კომპლექსური დათვალიერება აეროსადგურის კომპლექსის, მოედნის, სასტუმრო კომპლექსის და პარკინგის, რის გამოც აეროპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა.

"18.30 საათზე სატრანსპორტო პოლიციელებმა დაასრულეს შემოწმების ღონისძიებები, რომელთა შედეგად საშიში ნივთები არ აღმოჩენილა. სატრანსპორტო პოლიციამ ზარის ავტორის ვინაობა დაადგინა",-ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის ყველა გარემოება დგინდება.

აეროპორტ პულკოვოს მმართველი კომპანია აცხადებდა РИА Новости-სთან, რომ ევაკუაციის გამო შესაძლებელია გადაიდოს ფრენები, შემომავალი რეისების მგზავრები კი უსაფრთხოების პროცედურების დასრულებამდე თვითმფრინავებში იმყოფებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0