საქართველომ და ყირგიზეთმა ორმაგი დაბეგვრის პრობლემა გადაწყვიტეს

© Минфин Грузииსაქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის ფინანსური უწყებები საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 13 ოქტომბერი— Sputnik. საქართველომ და ყირგიზეთმა ხელი მოაწერეს "შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.

დოკუმენტი გაფორმდა ორი ქვეყნის მთავრობებს შორის საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს დედაქალაქში დახვედრა მოუწყეს - Sputnik საქართველო
საქართველოში ყირგიზეთის პრეზიდენტის ვიზიტი

შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობას და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის ახალი სტანდარტების დანერგვას.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 52 ქვეყანასთან.


ყველა ახალი ამბავი
0