მინსკის აეროპორტში ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© Sputnik/Виктор Толочкоმინსკის აეროპორტი
მინსკის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელორუსმა მესაზღვრეებმა ბოლო დროს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას ცდილობდნენ.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მინსკის აეროპორტში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბელორუსის სასაზღვრო კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„მინსკის ეროვნულ აეროპორტში „მინსკი-კიევის“ რეისის გაფორმებისას დააკავეს 28 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაყალბებული პასპორტი წარმოადგინა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული“, – ნათქვამია უწყების ცნობაში. 

მესაზღვრეთა მონაცემებით, ბელორუსსა და პოლონეთს შორის საზღვრის დარღვევის მცდელობისას კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. „54 წლის გორის მკვიდრი აპირებდა უკანონოდ გადაეკვეთა საზღვარი და პოლონეთიდან გერმანიაში მოხვედრილიყო. მამაკაცს თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჰქონდა“, — ნათქვამია შეტყობინებაში. დამრღვევს ქვეყნიდან დეპორტაცია ელის. 

საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავება მოხდა ბელორუსი-ლიტვის საზღვრიდან 10 კილომეტრში, დასახლებულ პუნქტ რიშკოვცის რაიონში. მათ თან ჰქონდათ პირადი ნივთები, მობილური ტელეფონები, ფული, რუკა და კომპასი. 

სიტუაციის გარკვევის შემდეგ კავკასიის მკვიდრნი აღიარებული არიან როგორც საზღვრის დამრღვევნი, მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული სასჯელი, გარდა ამისა დეპორტირებული არიან ბელორუსიდან და აკრძალული აქვთ ამ ქვეყანაში ჩასვლა კიდევ 5 წლის განმავლობაში. 

ყველა ახალი ამბავი
0