თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები 14 ოქტომბერს — მცხეთობის (სვეტიცხოვლობის) დღეს წვიმიან ამინდს გვპირდებიან.
სვეტიცხოვლობა — ესაა „დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.
პარასკევს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი. ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, წამში 17-22 მეტრს მიაღწიოს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი, ხოლო დღისით — 15-20 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 3-8, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით — 1-6, ხოლო დღისით — 14-19 გრადუსი სითბო.
14 ოქტომბერს მცხეთაში ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, სახალხო სეირნობა, ხოლო სვეტიცხოვლის ტაძარში მრევლი დილიდან იწყებს შეკრებას.