თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ირინა იმერლიშვილი გახდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა წარადგინეს მაია კოპალეიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ, რომლებმაც თანამდებობები 30 სექტემბერს დაიკავეს. ამ დღეს ამოიწურა სასამართლოს თავმჯდომარისა სამი მოსამართლის უფლებამოსილების ვადა.
„წარვადგინე ქალბატონი ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა… დარწმუნებული ვარ ჩემ არჩევანში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – განუცხადა კოპალეიშვილმა ჟურნალისტებს.
იმერლიშვილის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ზაზა თავაძე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაასახელა მისი კანდიდატურა.
კენჭისყრა 20 ოქტომბერს შედგება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეები ხმათა უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევენ. კენჭისყრა ფარულია.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ცხრა მოსამართლით არის წარმოდგენილი. სამ–სამ მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლო, ასევე ირჩევს პარლამენტი 10 წლის ვადით.