ცინცაძე: „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა ლიდერებმა შეიძლება მთავრობაში გადაინაცვლონ

© photo : Imeda Gogava / FBსოსო ცინცაძე
სოსო ცინცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები პარტიის დატოვებით, შესაძლოა, ხელისუფლებასთან მისასვლელ გზებს ეძებენ, განუცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ Sputnik-ს.
სოსო ცინცძე : „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა ლიდერებმა, შესაძლოა, მთავრობაში გადაინაცვლონ

„მაინტერესებს, პარტიის დატოვება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ წავიდნენ პოლიტიკიდან, თუ ხელისუფლებასთან მისასვლელ გზებს ეძებენ, როგორც უპარტიო, ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსები?" — აღნიშნა ცინცაძემ.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ წამყვანმა პოლიტიკურმა ფიგურებმა — გიორგი ცაგარეიშვილმა, დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ დატოვეს. მანამდე, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ დღეში, „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვება გადაწყვიტა ალექსი პეტრიაშვილმა. მოგვიანებით კი პარტიის დამფუძნებელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის.

ყველა ახალი ამბავი
0