აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალ მოწვევას ბევრი პრობლემა ექნება მოსაგვარებელი

© FB/Vazha Beridzeვაჟა ბერიძე
ვაჟა ბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ამ საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პროცესები მარტივად არ წარიმართება, მიაჩნია პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალ მოწვევას ბევრი პრობლემა ექნება მოსაგვარებელი

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ხმების საკმაო რაოდენობა მიიღო. სახელისუფლებო პარტიასთან ერთად პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან „დემოკრატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელთა ხედვებიც ქვეყნის ხელისუფლების ხედვებისგან ხშირად განსახვავებულია. მაგრამ ყველა ამ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს ის, რომ ამ მხარეში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი", — განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. ესენი არიან: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიცია“.

ყველა ახალი ამბავი
0