თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისობის დღესასწაულზე — 15 და 16 სექტემბერს, 16-19 გრადუს სითბოს გვპირდებიან.
თბილისობაზე თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ელოდებათ კონცერტები, გამოფენები, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია, შეჯიბრებები, გასართობი ღონისძიებები ბავშვებისა და უფროსებისთვის.
14-15 ოქტომბრის ღამეს თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხოლო დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ღამით იქნება 11, ხოლო დღისით — 19 გრადუსი სითბო.
კვირას თბილისში ღრუბლიანი, თუმცა — უნალექო ამინდი იქნება. ღამით მოსალოდნელია 10, ხოლო დღისით — 16 გრადუსი სითბო.