თბილისი, 12 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტი, წელს პირველად ხელოვნების კვირეულს უმასპინძლებს,ნათქვამია სასწავლებლის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ხელოვნების კვირეულის ფარგლებში, რომელიც 17-22 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში გაიმართება, ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, გამოფენები, ვორკ შოპები და საჯარო ლექციები. ღონისძიებების პროგრამაშია მხატვარ ვანო მელიქიშვილის გამოფენა, ლექციები თანამედროვე ხელოვნებაზე და კინოსა და თეატრის როლზე თანამდროვე სამყაროში.
კვირეულის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, მხატვრები, დიზაინერები. ღონისძიებებში ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.