თბილისი, 12 ოქტომბერი– Sputnik. 5-11 ოქტომბერს ქართველმა მებაჟეებმა სომხეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან საქართველოში ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონო შემოტანა აღკვეთეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბოროთმოქმედებმა ორჯერ უკანონოდ შემოიტანეს ოქროს ნაკეთობები სომხეთიდან. არადეკლარირებული საქონელი "სადახლოს" საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. 17 ათასი ლარის ღირებულების ოქროს მთლიანმა წონამ 253 გრამი შეადგინა.
სარფის და ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროსა (245,08გრ.) და ვერცხლის (24,81 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. კონტრაბანდული ნაკეთობების საერთო ღირებულებამ კი ჯამში 15 ათასი ლარი შეადგინა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში საქონლის უკანონო შემოტანისათვის სამართალდამრღვევები ამოღებული ნაკეთობების ღირებულების ოდენობის ფულად ჯარიმას გადაიხდიან.