ბორის აკუნინი ქართველ მკითხველს შეხვდება

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიბორის აკუნინი
ბორის აკუნინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოს ბოლოს გიორგი ჩხარტიშვილს ილიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი ბორის აკუნინი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია გრიგოლ ჩხარტიშვილი, საქართველოში ჩამოვა და თბილისში შეხვედრას გამართავს მკითხველებთან.

ჩხარტიშვილი ქვეყანაში ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიწვიეს.

შეხვედრა 18 ოქტომბერს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის В202 აუდიტორიაში. დასაწყისი 19:00 საათზე. ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართება და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება.

დისკუსიას კურატორობას ლონდონელი ლიტერატურის კრიტიკოსი მაია ჯაგი გაუწევს.

საღამოს ბოლოს გიორგი ჩხარტიშვილს ილიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

საღამოზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

© Владимир Песня მწერალი ბორის აკუნინი
მწერალი ბორის აკუნინი - Sputnik საქართველო
მწერალი ბორის აკუნინი

 

ყველა ახალი ამბავი
0