ნიკა ჩიტაძე: მეორე ტურში „ოცნების“ კანდიდატებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ

© photo: courtesy of Nika Chitadzeნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
ნიკა ჩიტაძე: მეორე ტურში „ოცნების“ კანდიდატებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ

პრობლემა ის არის, რომ, ძირითადად, ისევ ორსუბიექტიანი პარლამენტი გვექნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა. ასევე იმის დიდი ალბათობაცაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რაც არ არის კარგი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, ისევე, როგორც არ იყო კარგი „ნაცმოძრაობის“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

ყველა ახალი ამბავი
0