ავტოსაგზაო შემთხვევა აზერბაიჯანში - დაიღუპა ბავშვი, 8 ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს, დილით საბირაბადის რაიონში ავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის სამხრეთით ავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგად დაიღუპა ბავშვი, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო APA-ზე დაყრდნობით.

ავტოსაგზაო შემთხვევა საბირაბადის რაიონში მოხდა. ამჟამად დაშავებულთა ვინაობა დგინდება.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0