თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სტრასბურგში ორშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დაიწყო, აღნიშნულია სტრუქტურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სესიის მიმდინარეობისას განიხილავენ ვითარებას თურქეთში, კრიზისს უკრაინაში, მის შესაძლო შედეგებს. დეპუტატებს სიტყვით მიმართავენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. ასევე მოხსენებით გამოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი.
სესია მუშაობას 14 ოქტომბერს დაასრულებს.