თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებმა დასრულებაც ვერ მოასწრო და სოციალურ ქსელებში სასაცილო ფოტოები გამოჩნდა, რომლებიც კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ბიულეტენი, რომელშიც კანდიდატების სიის ბოლოს მე-11 ნომრად ამომრჩეველმა რუსი მსახიობის სტანისლავ ბონდარენკოს სახელი მიაწერა, რომელიც ქართველი ქალების საოცნებო მამაკაცი გახდა. ის ქვეყანაში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიიღო მონაწილეობა.
კიდევ ერთ ბიულეტენზე ყველა პარტია გადახაზულია, ხოლო ბოლოში მიწერილია „ამოწყდით ერთ დღეს“.
არჩევნებზე ნასვამი ამომრჩეველიც გამოცხადდა. ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველმა დაწერა: „ბოდიშით, ნასვამი ვარ“.
ისეთი ბიულეტენებიც იყო, რომლებშიც არა იუმორი, არამედ აგრესია შეინიშნებოდა. მაგალითად, ზოგიერთ ბიულეტენზე ნახავდით ასეთ წარწერებს: „ბ…ზები ხართ სუყველა“, „არცერთი არ ხართ ხმის ღირსი!“
ერთ-ერთი ასაკოვანი მამაკაცი კი არჩევნებზე ხელცარიელი არ მივიდა — მან კომისიის წევრს ყვავილები მიართვა.