რამდენი დეპუტატი ეყოლება "ქართულ ოცნებას" პარლამენტში

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი სამი პოლიტიკური სუბიექტით დაკომპლექტდება: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,6% მიიღო, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%, ასეთია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების საბოლოო შედეგი. 

საქართველოს პარლამენტში ასევე შევიდა ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც 5%-იანი ბარიერის გადასალახად ხმების მინიმალური რაოდენობა დააგროვა. ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 99,92%-ის მონაცემები უკვე დათვალა. 

ამ მომენტისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 მანდატი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას" – 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს" — 6. 

მმართველი პარტიის საარჩევნო სიის კანდიდატები, რომლებმაც დეპუტატის მანდატი მოიპოვეს:

1. გიორგი კვირიკაშვილი                34. ცქიტიშვილი დიმიტრი

2. კახა კალაძე                              35. ბუკია გიგა

3. ირაკლი კობახიძე                       36. კოხრეიძე თეიმურაზ 

4. თამარ ჩუგოშვილი                     37. ჭკუასელი თეიმურაზ

5. გიორგი გახარია                        38. კუდბა სვეტლანა 

6. აკაკი ზოიძე                             39. იონათამიშვილი რატი 

7. თამუნა ხულორდავა                  40. ხუნდაძე დიმიტრი 

8. რომან კაკულია                        41. ჩრდილელი ოთარი

9. სოფო ქაცარავა                         42. ერქვანია ალექსანდრე 

10. ირინა ფრუიძე                        43. მაჭავარიანი ენძელა

11. კუჭავა კახაბერ                       44. ბენაშვილი გია 

12. კობახიძე მანანა                      45. კოპალიანი კარლო

13. ბესელია ეკა                          46. მაღრაძე გუგული 

14. კვაჭანტირაძე ზვიად               47. მათიკაშვილი დავით

15. ძიძიგური ზვიადი                  48. ხატიძე გიორგი 

16. ჟორჟოლიანი გია                   49. ოხანაშვილი ანრი

17. გაჩეჩილაძე გიორგი                50. მგალობლიშვილი ლევან 

18. კოვზანაძე ირაკლი                 51. ზარქუა ირაკლი

19. პოღოსიანი რუსლან                52. გოცირიძე თემური  

20. დარზიევი მახირ                   53. ქაშაკაშვილი ბენედიქტე

21. ხაბაძე არჩილ                       54. გოგოხია პაატა 

22. ხაბელოვი ლერი                    55. იზორია ჯუმბერი 

23. მანუკიანი სამველ                    56. გეგიძე ბიძინა  

24. ჯაფარიძე ვიქტორ                  57. ხუციშვილი ზაზა 

25. ქანთარია ალექსანდრე             58. მდინარაძე მამუკა  

26. დასენი ისკო                         59. გოგუაძე ნინო

27. სამხარაძე დიმიტრი               60. გოგიჩაიშვილი ლევანი 

28. ზარდიაშვილი ვანო               61. ოდიშარია ბექა

29. შალელაშვილი შოთა              62. აბუსერიძე ირაკლი 

30. ტრიპოლსკი ერეკლე              63.  ჭიჭინაძე დავითი

31.    წიკლაური მირიანი            64. ნაცვლიშვილი ბექა 

32.    კახიანი გიორგი                65. მოსიძე გიორგი

33.    არველაძე რევაზ               66. ჯაში მარიამ 

                                           67. ხაბარელი შოთა

 

ყველა ახალი ამბავი
0