კალანდაძე „ ვინ გამოიძიებს ფინანსურ დანაშაულს პოლიტიკური გემოვნების საკითხია“
„ის თემები რაც დაკავშირებული იყო წინა ხელისუფლების პერიოდში ფინანსური პოლიციის ბოროტად გამოყენებასთან, რიგ შემთხვევებში, უფლებამოსილების გადამეტებასთან და ამ ინსტიტუტის, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებასთან, დღეს ნაკლებად აქტუალურია, რადგან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ძალიან გართულებულია საკანონმდებლო დონეზე ფინანსური პოლიციის მოქმედება“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული ცვლილებები შეეხოს. უწყება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში აღმოჩნდა.