ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის სურვილის მიუხედავად, დეპუტატად გახდომის შანსი აქვს

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც უარი თქვა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეძლებს თავისი კანდიდატურის მოხსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კენჭისყრის შედეგები გახდება ცნობილი.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. გორში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარ კანდიდატს ირაკლი ალასანიას, მიუხედავად მისი სურვილისა რომ მოხსნას თავისი კანდიდატურა კენჭისყრიდან, შეუძლია თეორიულად გახდეს პარლამენტის დეპუტატი. 

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, მან ხმების 19,38% მოაგროვა. მეორე ტურში მისი ოპონენტი ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ მაკრახიძე იქნება, რომელმაც ხმათა 33,69% მოაგროვა. 

„იმ შემთხვევაში თუ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება მითითებული, ვინაიდან რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა არ არის. ამომრჩეველს თუ მოუნდება შეუძლია ხმა მისცეს კანდიდატს, რომელმაც ზეპირად ან მედიაში განაცხადა, რომ წყვეტს თავის კამპანიას“, — ციტირებს ცესპოს პრეს-სპიკერს ანი მიქელაძეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“

აქედან გამომდინარე, არჩევნები მეორე ტურში ფორმალობად იქცევა, მაგრამ თუკი თეორიულად, თუკი ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა მაინც მისცემს ხმას ამ კანდიდატს, იგი დეპუტატი გახდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას უარი თქვას დეპუტატის მანდატზე.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ალასანია პოლიტიკიდან წავიდა
 

ამ შემთხვევაში პარლამენტი წყვეტს მის უფლებამოსილებას და ნიშნავს შუალედურ არჩევნებს. 

ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს.

პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.  ამ დროისათვის ცესკომ უბნების 100%-ის გადათვლა დაასრულა.   

 

 

ყველა ახალი ამბავი
0