ენმ-ის ლიდერები შაბათ ღამით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ შეიკრიბნენ სამასამდე მხარდამჭერთან ერთად. პოლიციამ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში შესასვლელი გადაკეტა.
შეკრებილებმა უნდობლობა გამოუცხადეს ცესკოს წინასწარ მონაცემებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების თაობაზე. ენმ-ის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.
აქციის მსვლელობისას რამდენიმე მცირე ინციდენტიც მოხდა მათსა და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ დაპირისპირებაში პოლიცია ჩაერია და ენმ-ის მოწინააღმდეგე „ბანაკის“ წარმომადგენლები აიძულა, შეკრების ადგილი დაეტოვებინათ, რათა უფრო მეტი დაძაბულობა აეცილებინათ თავიდან.