ენმ ცესკოს შენობასთან გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას კრებს

გამოწერა
ყოფილი მმართველი პარტია აცხადებს, რომ არ სჯერა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღშფოთებულია ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის ორგანიზებას იწყებს“, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. 

ხმათა 15,96%-ის დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ:ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ხმათა 53,33% დააგროვა, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 25,5%.

„ერთ საათში ჩვენ მივდივართ ცესკოს შენობასთან… 53% აქვს ივანიშვილს! ამდენი მას 2012 წელსაც კია არ ჰქონია. ეს აღმაშფოთებელია! ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ „ქარულ ოცნებას“ და ივანიშვილს ასეთი მაღალი რეიტინგი აქვთ?!, — თქვა მელიამ და ეჭვი გამოთქვა, რომ ცესკო ცდილობს „ივანიშვილის დაკვეთა შეასრულოს“.

„ჩვენს უკან ასობით ათასი ადამიანი დგას. ამ ბრძოლაში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება“, — განაცხადა მელიამ. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შაბათს შერეული სისტემით ჩატარდა — 77 დეპუტატს პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან ირჩევდნენ. „პარტიული“ ადგილებისთვის 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძვის. მათ, პარლამენტში მოსახვედრად, ამომრჩევლის ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ. მაჟორიტარმა კანდიდატმა კი 50%–ს + 1 ხმა უნდა მიიღოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0