თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცოტა ხნის წინ მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას არჩევნების პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე დაწერილი საჩივრების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დაწერილია 228 განცხადება-საჩივარი, რომელთაგან 12 უბნის ბათილად ცნობის მოთხოვნას შეეხება.
„დანარჩენი განცხადება-საჩივრები შეეხება სხვადასხვა სახის დარღვევებს. საჩივრები დაწერილია — უმრევლესობა მათგანი — ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ, და ასევე გარკვეული რაოდენობა დაწერილი არის საარჩევნო სუბიექტების მიერ“, — განაცხადა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
ცესკოში ამ წუთებშიც მომდინარეობს ხმების დათვლა.