არჩევნები საქართველოში: მეორე ტური ბევრ ერთმანდატიან ოლქშია მოსალოდნელი

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს თავმჯდომარე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხმების დათვლა ყველა საარჩევნო უბანზე, რათა ვითარება უფრო ნათელი გახდეს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მეორე ტური ბევრ ერთმანდატიან ოლქშია მოსალოდნელი, რადგან, შედეგების მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატობის ვერცერთი კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ აგროვებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გუშინ გაიმართა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
"ქართული ოცნება" მაჟორიტარულ ოლქებშიც ლიდერობს

 „ამ ეტაპზე შედეგები არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად განისაზღვროს, რამდენ შემთხვევაში და რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური. თუმცაღა, ამ დროისთვის დათვლილი შედეგები ჯერჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში დაინიშნოს მეორე ტურები“, — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხმების დათვლა ყველა საარჩევნო უბანზე.

„ჩვენ სადღეღამისო რეჟიმში და დღის განმავლობაში ვაგრძელებთ საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე 100 პროცენტამდე ოქმები დამუშავდეს როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში“, — განაცხადა თამარ ჟვანიამ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ არჩევნებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73-ს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. „პარტიულ“ ადგილებზე 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძოდა.

ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 67,31%-ის მონაცემები დაითვალა. ბოლო მონაცემებით, პროპორციული სისტემით მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს (49,76%), ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26,69% აქვს. დანარჩენმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

ყველა ახალი ამბავი
0