თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 47,1%-, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 28,8% აქვს.
საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებულ ოპოზიციას“ 5,5%, ხოლო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე —დემოკრატიულ მოძრაობას“ ხმების 5,7% აქვს მიღებული. დანარჩენი პარტიები და ბლოკები 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.
უსკომ პროპორციული სისტემით არჩევნების წინასწარი შედეგები 182 საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შედეგად გამოაქვეყნა. ამ დროისათვის დასათვლევია 166 უბნის მონაცემები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა 21 დეპუტატისგან შედგება. სადეპუტატო მანდატს მოიპოვებს 16 პროპორციული და 6 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები.