საქართველოში არჩევნების პირველი შედეგები 9 ოქტომბრის დილისთვის გახდება ცნობილი

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკო საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგებს მონაცემების მიღების შემდეგ გაასაჯაროებს.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, კვირას, 06:00 საათისთვის გახდება ცნობილი, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნებში 19 პოლიტიკური პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას.

„ჩვენი ვარაუდით, პირველი წინასწარი შედეგები კვირას, დილის 06:00 საათისთვის გახდება ცნობილი. თუ შედეგები მანამდე შემოვა, რასაკვირველია, ჩვენ მას უფრო ადრე გავავრცელებთ“, — განაცხადა მოქელაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0