პაატა ბურჭულაძე ეგზიტპოლების შედეგების არ სჯერა

© Sputnik / Denis Aslanovპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში აღიარებული ბანი, რომელიც პოლიტიკაში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაერთო, ირწმუნება, რომ კენჭისყრის შედეგად მას ხმათა 12% აქვს. ამასთან, ეგზიტპოლების შედეგებით, ის 5%–საც ვერ იღებს და შესაბამისად, პარლამენტში ვერ ხვდება.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ თავისი ოპოზიციური ბლოკის შედეგები საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად მეტია, ვიდრე ეგზიტპოლების მონაცემებში.

ორი ეგზიტპოლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ 2,3%–იდან (TNS) 3,21%–მდე (GfK) ხმებს იღებს. ამგვარად, ის საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.

„მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, გული არ გაიტეხონ. ხვალ დილით სულ სხვა რეზულტატი ელოდებათ მათ. ჩვენ თვითონ ჩავატარეთ გამოკითხვა და ვიცით, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა 12%-ს სცდება,“ — განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები.


ყველა ახალი ამბავი
0