ივანიშვილი: დღევანდელი გამარჯვება 2012 წლის გაგრძელებაა

© FB / Bidzina Ivanishviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება დადგება, ეკონომიკაა, მიიჩნევს ყოფილი პრემიერი.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმათა 53,8%–ს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%–ს იღებს, ასეთია ოთხი ტელეკომპანიის: „იმედის“, „მაესტროს“, GDS–ისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანია TNS–მა ჩაატარა. მეორე ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2“–მა ამერიკულ კომპანია GfK–ს დაუკვეთა, „ქართულ ოცნებას“ 39,9%, ხოლო ენმ–ს 32,74% აქვს.

დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი“ მომხრეებს თბილისის ცენტრში კრებს

„გილოცავთ! მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩვენი გაარჯვება გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. ხუთი წლის წინ დავიწყეთ და გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. მე არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქართველო, შეიძლება, დიქტატურის მსხვერპლი გამხდარიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„დღეს საქართველო, დემოკრატიული ფასეულობებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. ჩვენი პრობლემა ეკონომიკა – გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისათვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს, ნაცვლად იმ გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილი ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება – მთავრობა კვირიკაშვილის მეთაურობით“, – განაცხადა ივანიშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0