გლდანში მე-9 სართულიდან დედა-შვილი გადმოვარდა და დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ში ადასტურებენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. გლდანის მე-2 მიკრორაიონის 41-ე კორპუსის მეცხრე სართულიდან მცირეწლოვანი, დაახლოებით ორი წლის ბავშვი გადმოვარდა, რომელსაც დედაც გადაჰყვა.

შსს-ში ადასტურებენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა.

ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები.

დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0