ენმ-მ დამკვირვებლებს ამომრჩეველთა ხმების დაცვისაკენ მოუწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliენმ-ს ცენტრალური ოფისი
ენმ-ს ცენტრალური ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს ამომრჩეველთა ხმების დაცვისათვის სიფხიზლისაკენ მოუწოდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს, ამომრჩეველთა ხმების დაცვის მიზნით მობილიზაციისაკენ მოუწოდა. 

„დაიწყება მნიშვნელოვანი ეტაპი — ხმების დაცვის ეტაპი. მოვუწოდებ კომისიის ყველა წევრსა და დამკვირვებელს იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი. მილიარდერმა ივანიშვილმა წააგო ეს არჩევნები.  და ეხლა პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე ეკისრება ყველა ოპოზიციურად განწყობილ კომისიის წევრსა და დამკვირვებელს და ყველას მოვიწოდებ იყავით ძალიან ფხიზლად“, — თქვა ნიკა მელიამ.  


ყველა ახალი ამბავი
0