ცისკარიშვილი: „კიდევ 4 წელი მიშას და ბიძინას ოცნებებში უნდა გავატაროთ“

© PrimeTimeსოსო ცისკარიშვილი
სოსო ცისკარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამწუხარო რეალობაა, რომ შემდგომი 4 წელიწადი უნდა გავატაროთ ფორმატში, რასაც ჰქვია „მიშას ოცნება“ და „ბიძინას ოცნება“, განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. შემდეგი მოწვევის პარლამენტში ისევ მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის “ არჩევა არასაპარლამენტო ოპოზიციას გააძლიერებს, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს.

კვლევითი კომპანია TNS OPINION - Sputnik საქართველო
ეგზიტპოლი TNS: „ქართული ოცნება“ – 53,8%, ენმ – 19,5%

„სამწუხარო რეალობაა, რომ შემდგომი  4  წელიწადი უნდა გავატაროთ ფორმატში, რასაც ჰქვია  „მიშას ოცნება“ და „ბიძინას ოცნება“. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გაძლიერდება არასაპარლამენტო პოლიტიკური სივრცე და ნამდვილად გაუჭირდება მუდმივად ერთმანეთის ლანძღვაში მყოფ დუეტს ქვეყნის მართვა, თუ იმავე ფორმულით ისარგებლებენ, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ  4 წლის განმავლობაში“, — განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა Sputnik-ს.

რაც შეეხება ამომრჩევლის აქტიურობას, ცისკარიშვილის აზრით, 44 %-ზე მეტი ნამდვილად აქტიურია ევროპული გადასახედიდან. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0