ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, პირველი ბრიფინგი გამართა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო – ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 8 საათზე გაიხსნა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად  19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იბრძვის.

Грузия: выборы в цифрах ГРУЗИНСКАЯ ВЕРСИЯ - Sputnik საქართველო
საქართველო: არჩევნები ციფრებში
  

„დღეს ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“, –  განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს საინფორმაციო ცენტრი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ნებისმიერ მოქალაქეს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლია ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51, ასევე ონლაინ–ჩატის საშუალებით ვებგვერდზე www.cesko.ge, დასძინა მან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73–ს მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.


ყველა ახალი ამბავი
0