თბილისი, 8 ოქტომბერი— Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 8,34% შეადგინა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
დღეს საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.