ბათუმში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
83 წლის თამაზ შალამბერიძემ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოასწრო, უბნიდან გამოსული კი კიბეზე შეუძლოდ გახდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის №51-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისული 83 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

„ჩვენი ამომრჩეველია, ორი ფეხის ნაბიჯზე ცხოვრობს — თამაზ შალამბერიძე, ცნობილი პიროვნება, ყველასათვის საყვარელი კაცი — მოვიდა, ხმა მისცა მეუღლესთან ერთად… ეზოში გარდაგვეცვალა სულ ახლახანს“, — განუცხადა უბნის კომისიის წევრმა „იმედის“ ჟურნალისტს.

83 წლის ამომრჩეველმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოასწრო, უბნიდან გამოსული კი კიბეზე შეუძლოდ გახდა.

 შსს-ის ცნობით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0