GFK-ს ეგზიტპოლის შედეგები: "ქართული ოცნება" -39,9%, "ნაციონალური მოძრაობა" 32, 74%

© FB/ GFKკვლევითი კომპანია GFK
კვლევითი კომპანია GFK - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნები დასრულდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. შესაბამისად, ცნობილია ეგზიტპოლების პირველადი მონაცემები.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. 5%-იანი ბარიერი არჩევნებში მონაწილე 3 პარტიამ გადალახა. შედეგები ასეთია:

1. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 39,9%

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 32, 74%

3. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5%

ამ დროისათვის დათვლილია მიღებული პასუხების 90%.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა: „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 4,21%, ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“- 3,21, პარტია „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“ – 3,21%.

სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების წინასწარ შედეგებს 06:00 საათზე გამოაქვეყნებს.

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით გამოკითხვა კვლევითმა კომპანია GFK-მ ჩაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0